29 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა თბილისში გამართა

"ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა თბილისში გამართა.

შემაჯამებელ შეხვედრაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერები და მათი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს დავთ ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, ელენე ხოშტარიამ და პარტიის სხვა წევრებმა. "ევროპული საქართველო" მხარდამჭერებს საპარლამენტო არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

"ქართული ოცნების" საქართველო მთავრდება 31 ოქტომბერს, ჩვენი საქართველო იწყება პირველ ნოემბერს, იწყება შრომით, ბრძოლით, გამარჯვებით, იწყება უკეთესი ქვეყნის შენებით," - მიმართა დავით ბაქრაძემ შეკრებილებს.

დღის ამბები