29 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
გაქცეული ბოროტმოქმედი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მეშვიდე დღეა მწვავე პოლიტიკური ბრალდებების თემაა

გაქცეული ბოროტმოქმედის დაკავების პროცესი უკვე მეშვიდე დღეა, მწვავე პოლიტიკური ბრალდებების თემაა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. ოპოზიცია გაზრდილ კრიმინალსა და შესუსტებულ სამართალდამცავ სისტემაზე საუბრობს. ამავე კონტექსტში ისინი ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებენ.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ გათავისუფლებულიყვნენ." ქართულ ოცნებაში" ტერორისტული მუხლით ბრალდებული პირის დაკავებას უახლოეს დღეებში ელოდებიან. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მასშტაბური სპეცოპერაციის მეორე ნაწილი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც პირველ შემთხვევაში, დამნაშავესთან მოლაპარაკების შედეგად მძევლების გათავისუფლების პროცესი იყო.

დღის ამბები