29 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
ურთიერთბრალდებები არჩევნების წინ - მმართველი პარტია სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების კავშირზე საუბრობს

ურთიერთბრალდებები საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე - მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია წინასწარ ემზადება არჩევნების "გაყალბებულად" შეფასებისთვის.

"ქართული ოცნება" სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის პირდაპირ კავშირზე საუბრობს და ამის არგუმენტად ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიშიც მოჰყავს, სადაც, ასევე, წერია, რომ საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული.

ბრალდებები მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა გაახმოვანა, რომლის განმარტებით, რეგისტრირებული 129 ადგილობრივი სადამკვირვებლო პლატფორმიდან 32 კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წევრებისა და მხარდამჭერების მიერაა შექმნილი.

წულუკიანის ინფორმაციით, არჩევნებს დიმიტრი შაშკინის, პაატა მანჯგალაძის, მურთაზ ზოდელავას, ფრიდონ ინჯიასა და სხვა მოქმედი პოლიტიკოსების ორგანიზაციები დააკვირდებიან. 

მმართველი გუნდის ბრალდებების ობიექტთა ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებას კატეგორიულად უარყოფს, ნაწილი კი, მიუხედავად მათი აქტიური პარტიული საქმიანობისა, დამკვირვებლების ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მაინც ვერ ხედავს.

დღის ამბები