29 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
ბაღდათის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბაღდათის სერვისცენტრის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ადასტურებენ. 

მათი ინფორმაციით, ინფიცირებული 45 წლის ექიმი მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა. ის ჭარბწონიანობის გამო რისკჯგუფში შედიოდა და მდგომარეობის დამძიმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღის ამბები