29 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
"ლეიბორისტების" ახალგაზრდული ორგანიზაცია თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებას ცესკოსთან აპროტესტებს​

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები 45-ე დადგენილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის უფლებები დარღვეულია, რადგან ზოგმა მოქალაქემ ვადის ამოწურვის გამო რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრო.

ასევე, ვერ გაივლიან რეგისტრაციას ის მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციაში უახლოესი 3 დღის განმავლობაში მოხვდებიან.

 

დღის ამბები