29 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
აზერბაიჯანის ინფორმაციით, ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის მინისტრი ლიკვიდირებულია - სომხეთი ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი ლიკვიდირებულია, ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ჯალალ ჰარუთინიანის ლიკვიდაცია უპილოტო საფრენი აპარატით მოხდა, აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა ოპერაციის კადრებიც გაავრცელეს.

აფეთქებას ადასტურებენ მთიან ყარაბაღშიც, თუმცა აცხადებენ, რომ არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი თავდასხმას გადაურჩა და უახლოეს მომავალში საბრძოლო მოქმედებებს შეუერთდება.

ოფიციალური ბაქოს განცხადებას "ფეისბუქზე" გამოეხმაურა სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშან სტეპანიანმა გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

ჰარუთინიანს ოფიციალური ბაქო 1992 წლიდან ჩადენილ განსაკუთრებით მძიმე სამხედრო დანაშაულებების ჩადენაში ადანაშაულებს.

დღის ამბები