29 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები "ნაცმოძრაობის" პლატფორმიდან საუბრით არასწორ ინფორმაციას აძლევენ საზოგადოებას - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის საქმიანობა და განცხადებებით საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან. 

"არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი ტყუილით, "ნაციონალური მოძრაობის" პლატფორმიდან საუბრით, არამარტო არასწორ ინფორმაციას აძლევენ, ზოგადად, ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს, არამედ სახელს უტეხენ მათ და პრაქტიკულად, საზოგადოებაში შემოაქვთ დაძაბულობის კიდევ ახალი კომპონენტი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსნებთ, რომ საგანგებო ბრიფინგზე თეა წულუკიანმა ის სადამკვირვებლო ორგანიზაციები წარმოადგინა, რომელიც, მისი ინფორმაციით, ოპოზიციურ პარტიებთან არიან კავშირში. თეა წულუკიანის ბრალდების ადრესატი 32 ორგანიზაცია და 4 პარტიაა.

დღის ამბები