29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი ემი კონი ბარეტი უზენაესი სასამართლოს წევრად დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი ემი კონი ბარეტი უზენაესი სასამართლოს წევრად დაამტკიცა. ის მოსამართლის თანამდებობას უვადოდ დაიკავებს.

ემი კონი ბარეტის ფიცის დადების ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა. სენატში გამართულ კენჭისყრას ამერიკული ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ.

ემი კონი ბარეტის კანდიდატურაზე მსჯელობა სენატში კვირას დაიწყო და 30 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. დემოკრატები მოითხოვდნენ, მოსამართლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყოფილიყო მიღებული.

დღის ამბები