29 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
ჩვენ გვყავს 1678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ - ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში 1678 ინფიცირებული სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირია - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღეს შექმნილ ვითარებაზე უწყების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს. ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელ სიტუაციაში  საწოლფონდი და ადამიანური რესურსი გამოწვევაა.

"დიახ, გვექნება შემთხვევათა ზრდა, მაგრამ ეს ზრდა მართვადია. ის არ დამთავრდება ნოემბერში, დეკემბერში, მარტში ან აპრილში, საკმაოდ კარგა ხანს იქნება. ამიტომ, ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ძალაშია. რა თქმა უნდა, გამოწვევაა როგორც საწოლფონდი, ისე ადამიანური რესურსი. ინფიცირდება საკმაო ინტენსივობით ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, ასეთი დღეს დილისთვის გვყავდა 90. ჩვენ გვყავს 1678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რაც შეადგენს საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ს. ჩვენ სამედიცინო პერსონალი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ და ამიტომაც ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები