გორის მუნიციპალიტეტის მერიაში კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. გორის მერის განცხადებით, ინფიცირებულია საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების 2 თანამშრომელი.
შემთხვევის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს მთელი სამსახური. 5 თანამშრომელი ტესტის პასუხს ელოდება.
კოტე თავზარაშვილის განცხადებით, კოვიდინფიცირების მიზეზი პირადი კონტაქტებია. ამ დროისთვის შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.