წინასწარი შედეგებით, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია მერის არჩევნებში უკრაინის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქშიც დამარცხდა. ქვეყანაში ხმების დათვლა გრძელდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუმცა ეგზიტპოლების მონაცემების მიხედვით, უკრაინის საოლქო ცენტრების უმეტეს ნაწილში მერების არჩევნების შედეგებს მეორე ტური განსაზღვრავს, რომელიც სამ კვირაში გაიმართება.
უკრაინის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 37 პროცენტი შეადგინა, რაც 2015 წელს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, 10 პროცენტით ნაკლებია.