29 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილი 23 პაციენტიდან 9 თბილისში, 8 აჭარაში, 2 იმერეთში, 2 შიდა ქართლში, 2 კი მცხეთა-მთინაეთში გადიოდა მკურნალობას  

კორონავირუსის ყველაზე დიდი მსხვერპლი დღეღამეში - გარდაცვლილია 23 ადამიანი. ახალი ინფიცირებულების რაოდენობა კი 1824 -ით გაიზარდა. დიდია გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც, კორონავირუსი ბოლო 24 საათში 1264-მა პაციენტმა დაამარცხა.

"23 გარდაცვლილიდან, 9 პაციენტი თბილისში, 8 აჭარაში, 2 იმერეთში, 2 შიდა ქართლში, ხოლო მცხეთა-მთინაეთში 2 ადამიანი გარდაიცვალა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 105 კოვიდპაციენტი იმყოფება, მათშორის 61 თბილისში, ხოლო 23 აჭარის რეგიონში,"-განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ. 

 

დღის ამბები