29 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
გიორგი გახარია წალენჯიხაში ქვეყნის გაზიფიცირების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების პრეზენტაციას დაესწრო

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია წალენჯიხაში ქვეყნის გაზიფიცირების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებისა და უახლოეს წლებში დაგეგმილი სამუშაოების პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

"2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამ წლიანი გაზიფიცირების გეგმა. ამ გეგმის ფარგლები გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში. აქედან 92 დასახლებული პუნქტი და სოფელი გახლავთ სამეგრელოში, მათ შორის წალენჯიხაშიც. ეს საკმარის რა თქმა უნდა, არ არის და ამიტომ, საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება 2021 წლიდან 2024 წლამდე გააგრძელოს ახალი გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება 211 გაზიფიცირებული დამატებით სოფელი და დაახლოებით 33 ათასი ოჯახი საქართველოში. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის და ოჯახების 90 % იქნება გაზიფიცი9რებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

2019-2021 წლებში დასახული ამოცანის გადასაჭრელად 240 მილიონი ლარი იქნა მობილიზებული, რომლის საშუალებითაც გაზიფიცირება ქვეყნის ისეთ დასახლებულ პუნქტებშიც კი მოხდება, სადაც გაზი არასოდეს ყოფილა. ამ გეგმის ფარგლებში დამატებით 187 დასახლებული პუნქტის მოსახლეობას უკვე აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით, მათ შორის არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალი
2 897 აბონენტი.

დღის ამბები