29 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, პიკი გვექნება ნოემბრის მე-2, მე-3 კვირას - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს. პროგნოზირების სხვადასხვა მოდელების გამოყენებით, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აკეთებს, ვფიქრობთ, რომ პიკი გვექნება ნოემბრის მე-2, მე-3 კვირას, ამიტომ შემთხვევათა რაოდენობის ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ მთავარია, რომ ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს მართვადი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ასევე, მან ისევ გაიმეორა, რომ მკაცრად იქნეს დაცული რეკომენდაციები, რომელიც პირბადის ხმარებას, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის წესების დაცვას გულისხმობს.

დღის ამბები