ერაყში ანტისამთავრობო აქციაზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ბაღდადის ქუჩებში გასულმა დემონსტრანტებმა ხიდის საშუალებით ე.წ მწვანე ზონაში განთავსებულ სამთავრობო შენობებთან მისვლა სცადეს. პოლიციამ ისინი ბარიკადებითა და ძალის გამოყენებით შეაჩერა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებენ.