29 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში წინასაარჩევნო დასკვნითი შეხვედრა გამართა

არჩევნებამდე 6 დღით ადრე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში დასკვნითი შეხვედრა გამართა. მათ ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის შესაცვლელად თითოეული მოქალაქის ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეკრებილ საზოგადოებას მიმართა მიხეილ სააკაშვილმაც.

"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებულმა ოპოზიციამ" შეკრებილებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონიაა.

დღის ამბები