თავდასხმა ქურდობის მიზნით - ხელვაჩაურში ერთ-ერთ ოჯახს თავს დაესხნენ. პირი დილის 5 საათზე სახლში ფანჯრიდან შევიდა და სეიფის გატეხვას ცდილობდა. თავდამსხმელმა სახლის მეპატრონეს თავის არეში ბლაგვი საგნით ჩაარტყა. მამაკაცი შემთხვევის შემდეგ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. სახლიდან წაღებულია ოქრო და სეიფის გასაღები.
დაზარალებულის ნათესავების თქმით, შემთხვევა დილის 4-5 საათისთვის მოხდა. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ საცხოვრებელ სახლში მინიმუმ ორი თავდამსხმელი იმყოფებოდა.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ საქმეზე ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.