29 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
მკვლელობა ავჭალაში - დანაშაულის მოტივი და მკვლელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია

24 საათზე მეტია შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელს ეძებს. მის ვინაობასთან ერთად, ამ დრომდე უცნობია დანაშაულის მოტივიც. 41 წლის მამაკაცის ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მომხდარი მის წარსულს უკავშირდება. მათ შორის არც ე.წ. ციხის ბუნტის და პარლამენტის წევრ კახა გიუაშვილზე თავდასხმის ორგანიზებას. ამ უკანასკნელის გამო ნემსიწვერიძეს 16-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მოკლულის ბოლო წლების საქმიანობად ოჯახის ადვოკატი მცირე, საოჯახო ბიზნესს ასახელებს. უარყოფს, რომ გარდაცვლილს მანქანაში იარაღი ჰქონდა. მისი ინფორმაციით, გუშინ მოკლულის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მხოლოდ 3 პლანშეტური კომპიუტერი ამოიღეს.

ოჯახის პოზიცია დღეს მხოლოდ ადვოკატმა გააჟღერა. მედიასთან საუბარი არ სურთ არც წყალტუბოში მცხოვრებ დედ-მამას, სადაც მამაკაცის ცხედარია დასვენებული.

ნემსიწვერიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

დღის ამბები