29 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
ვალერიან ნემსიწვერიძის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა - ის უკვე წყალტუბოში გადაასვენეს

ვალერიან ნემსიწვერიძის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა, ის უკვე წყალტუბოში, მშობლიურ სახლში გადაასვენეს. 41 წლის პირი, რომლის სახელიც წარსულში რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება, გუშინ საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, ცხედარი კი შემთხვევიდან მალევე გამვლელმა იპოვა.

მეზობლების განცხადებით, ვალერიან ნემსიწვერიძე კონფლიქტური პიროვნება არ იყო და ძირითადად ბათუმში მუშაობდა, სავარაუდოდ საბანკო სფეროში. მათთვის უცნობია, რა შეიძლება გამხდარიყო მისი მკვლელობის მოტივი.

ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმეზე ჯერჯერობით არავინაა დაკავებული.

დღის ამბები