29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
აუცილებლად შევიტან სარჩელს ცილისწამებისთვის - დავით ხვიბლიანი

დიდი ძარცვა ზუგდიდში და კონსპირაციის დიდი თეორიები - ერთ-ერთი მძევალი, დავით ხვიბლიანი, რომელიც თანამზრახველობაშიც დაადანაშაულეს, ბრალდებებს პასუხობს.

როგორც ის "კურიერთან" საუბრისას განმარტავს, მისი მისამართით გაჟღერებული ვერსიები აბსურდულია. დავით ხვიბლიანი აცხადებს, რომ მან ადვოკატი აიყვანა და თუ საჭირო გახდება სამართლებრივად იდავებს. 

"ამ საკითხს ჩემი ადვოკატი სამართლებრივად მიხედავს. აუცილებლად შევიტან სარჩელს ცილისწამებისთვის. როგორც კონკრეტული პირები ამბობენ, მე რომ რაიმე საეჭვო გამეკეთებინა, არ მგონია დღეს ჩემს გემოზე ვყოფილიყავი. თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი, რაც შეეხება გამოძახებას, როდესაც გიძახებენ ყველანაირი აღჭურვილობით მიდიხარ, ვგულისხმობ ფორმას, გარდა იარაღისა. იმდენი რამ თქვეს ჩემზე, სისულელე იქნება ვთქვა, რომ ამისთვის მზად ვიყავითქო. როგორც მძევალი რომ გამათავისუფლეს, უკვე საღამო იყო. სახლში არ წამოვსულვარ, სამხედრო ბაზაზე წავედი, რადგან იქ უფრო მექნება სიმშვიდე და იმის საშუალება, რომ დავმშვიდებულიყავი,"- განაცხადა დავით ხვიბლიანმა

დავით ხვიბლიანს განმარტებების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც მედიასაშუალებებში გარკვეული ბრალდებები გაისმა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის შეკრული იყო თავდამსხმელთან.

დავით ხვიბლინმა იმ 16 საათზეც ისაუბრა, რომელიც ტყვეობაში გაატარა და აღნიშნა, რომ ბოროტმოქმედი მას და სხვა მძევლებს აძლევდა საშუალებას, ოჯახის წევრებთან მათი მდგომარეობის შესახებ ესაუბრათ.

დღის ამბები