29 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ხმაური ჯანდაცვის სამინისტროსთან - "ლეიბორისტულმა პარტიამ" კარვის გაშლა სცადა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა

ხმაურია ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც "ლეიბორისტულმა პარტიამ" კარვის გაშლა სცადა. პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის საშუალება აქტივისტებს პოლიციამ არ მისცა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

კარავი ვერ გაშალეს, მაგრამ აქციის მონაწილეები დაშლას მაინც არ აპირებენ. ისინი მოითხოვენ, სოციალურად დაუცველებს უფასოდ დაურიგდეს პირბადეები და ჩატარდეს უფასო ვაქცინაცია.

ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა საპროტესტო აქცია ადგილზე კვლავ გრძელდება. ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ეკატერინე ტიკარაძეს 12 საათიანი ვადა მისცეს იმისათვის, რომ მინისტრი მათ შეხვედროდა. თუმცა, მას შემდეგ,რაც ჯანდაცვის მინისტრი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად არ ჩავიდა, მათ კარვის გაშლა გადაწყვიტეს. 

დღის ამბები