29 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ტყუილი, ცრუ ბრალდებები და გადაუმოწმებელი ინფორმაცია - მოქმედი სამხედრო თემურ ხვიბლიანი ​"კურიერის" კითხვებსა და მასზე გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს

მოქმედი სამხედრო თემურ ხვიბლიანი ამტკიცებს, რომ "საქართველოს ბანკში" შეჭრილი ნიღბიანი პირი თავად არ არის. ვიცე-პოლკოვნიკს განმარტებების გაკეთება მას შემდეგ დასჭირდა, რაც ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ მან განახორციელა თავდასხმა. თანამზრახველობაში დაადანაშაულეს მძევლებს შორის მყოფი მისი ნათესავი დავით ხვიბლიანიც.

როგორ პასუხობს ბრალდებებს მოქმედი სამხედრო - "კურიერმა" ბრალდებების ადრესატთან ინტერვიუ თავდაცვის სამინისტროში ჩაწერა, სადაც ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძნობს.

"ეს ბრალდებები არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდებები და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ამ არასწორმა ინფორმაციამ, რომელიც რამდენიმე ტელევიზიის ეთერში და სააგენტოებზე გავრცელდა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რომელიც პირადად მე შემეხო. ჩემთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი კითხვა არ დაუსვამს, არავინ არ დამკავშირებია, რადგანაც ამის საჭიროება არ დგას და არც იქნება. ვცხოვრობ თბილისში უკვე საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მნახა," - აცხადებს ერთ-ერთი მძევალი თემურ ხვიბლიანი.

თემურ ხვიბლიანმა, ასევე მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ დავით ხვიბლიანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დავით ხვიბლიანი ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა კარანტინში და მას შემდეგ, რაც ხელფასი ჩაერიცხა, კუთვნილი ანაზღაურების მისაღებად მივიდა სწორედ "საქართველოს ბანკში".  

"სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ბანკში, არ იმყოფებოდა თვითდათხოვნაში, ის დისტანციურ რეჟიმზე იმყოფებოდა. მან მიიღო შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვაზე, ფულის ასაღებად შევიდა ბანკში და ამ დროს შემოვარდა თავდამსხმელი იქ და რა თქმა უნდა, ისიც მძევლებს შორის მოჰყვა. სხვათა შორის, დავით ვიბლიანის დიდი დამსახურებაა ის, რომ მძევლები ცოცხლები და უვნებლები გამოვიდნენ იქიდან,"- აღნიშნა თემურ ხვიბლიანმა

ჰყავდა თუ არა თანამზრახველები "საქართველოს ბანკის" მძარცველს - კითხვა საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია, თუმცა გამოძიება ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა არ მიმართულებით.

დღის ამბები