ევროპაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება. გასული დღე ღამის განმავლობაში დაფიქსირდა 220 000 ახალი ინფიცირების შემთხვევა.
"გარდიანის" ცნობით, ევროპის მასშტაბით განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ჩეხეთში. აქ ბოლო 24 საათის განმავლობაში "კოვიდ-19"-ის 14 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 55 ადამიანი კი გარდაიცვალა.
რუსეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის 17 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 283 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფიცირებულთა რაოდენობა მეორე დღეა 2000-ს აჭარბებს თურქეთში. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში "კოვიდ-19"-ით ინფიცირება 2 102 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში "კოვიდ-19"-ით ინფიცირებული 71 პაციენტი გარდაიცვალა.
დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოეს კვირებში იქნება მზად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.