29 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას ტოვებს

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას ტოვებს, მიზეზი მისი უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ არჩევაა. კანონმდებლობით ამ ორი პოზიციის ერთდროულად დაკავება შეუთავსებელია და მიქაუტაძეს თანამდებობის დატოვება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოუწია.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ მდივანს 30 ოქტომბერს აირჩევენ. მიქაუტაძე პოსტს 2017 წლიდან იკავებდა, როცა მან ამ თანამდებობაზე ლევან მურუსიძე შეცვალა.

დღის ამბები