29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
წარმატებული სპეცოპერაცია, თუ კრიმინალის წახალისება - არჩევნების წინ მომხდარი ყველაზე ხმაურიანი საქმე მწვავე პოლიტიკური შეფასებების მიზეზი გახდა

არჩევნების წინ მომხდარი ყველაზე ხმაურიანი კრიმინალური საქმე მწვავე პოლიტიკური შეფასებების მიზეზი გახდა. როგორ გაექცათ თავდამსხმელი? ეს არის ოპონენტების მთავარი კითხვა, რომელზეც ხელისუფლების ასევე მთავარი პასუხია, რომ მათი პრიორიტეტი მძევლების სიცოცხლის გადარჩენა იყო. მმართველი პარტიისთვის წარმატებული სპეცოპერაცია, ოპოზიციისთვის კრიმინალის წახალისებაა. მთავარი პრეტენზია მოვლენების მართვას უკავშირდება, რის შედეგადაც შეიარაღებული მამაკაცი 500 ათასი დოლარით გაუჩინარდა.

მმართველი გუნდის წევრებმა დღეს რამდენჯერმე აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორი მოქმედებები და პოლიციას მძევლების გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადეს. გიორგი ვოლსკიმ კი არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად შეფუთული ტერორისტული აქტებიც ხდებოდეს. თემის პოლიტიზირებაში უმრავლესობის წევრები დღეს ოპონენტებს ადანაშაულებდნენ

ზუგდიდში განვითარებული მოვლენები შეფასების გარეშე არ დაუტოვებია საქართველოს მესამე პრეზიდენტსაც. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზუგდიდში, პოლიცია გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილი აქციის კონტროლით იყო დაკავებული და არა მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვით. მესამე პრეზიდენტს "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა უპასუხა, ირაკლი ჩიქოვანმა მიხეილ სააკაშვილის ამ შეფასებას ტრაგიკომედია უწოდა.

დღის ამბები