29 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
ვინ გადაიხადა ნახევარ მილიონიანი გამოსასყიდი და რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას შეიარაღებულ პირზე - შს მინისტრის განმარტება სპეცოპერაციის შესახებ

სპეცოპერაციის მეორე დღე სამეგრელოში, სად იკარგება კვალი, რა ეტაპზეა ძებნის ოპერაცია და რა არის ცნობილი შეიარაღებული პირის შესახებ, რომელმაც ზუგდიდში "საქართველოს ბანკი" წუხელ ნახევარი მილიონი დოლარით დატოვა?! - მძევლების აყვანიდან 28 საათის შემდეგ, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირველი განცხადება გააკეთა.

ვახტანგ გომელაურმა არაერთი კითხვის მიუხედავად არ დააკონკრეტა არის, თუ არა იდენტიფიცირებული თავდამსხმელი, ჰყავდა, თუ არა მას თანამზრახველები და არის, თუ არა გამოძიება მის კვალზე გასული. მინისტრმა მეტწილად მიმოიხილა, თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.

მოქმედებდა, თუ არა თავდამსხმელი მარტო, მინისტრის კომენტარიდან ირკვევა, რომ გამოძიება არ გამორიცხავს ბანკის შენობაში მყოფი პირებს შორის შეიარაღებულ პირს თანამზრახველებიც ჰყოლოდა.

შს მინისტრმა აღნიშნა, რომ შეიარაღებული პირისთვის გადაცემული ნახევარი მილიონი დოლარი "საქართველოს ბანკის" საკუთრება იყო.

ბანკის ზუგდიდის ფილიალში ახლა საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. უშუალოდ შემთხვევის ადგილის შესწავლის გარდა, გამოძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას მოწმეების, მათ შორის ყოფილი მძევლების გამოკითხვა წარმოადგენს.

ავტომატური იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცის კვალი სოფელ კირცხთან, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან 27 კილომეტრში იკარგება.

დღის ამბები