იყო თუ არა მძევლებს შორის შეიარაღებული პირის თანამზრახველი?! - შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების მიმართ.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, დავით ხვიბლიანი 43 ადამიანში ერთ-ერთი მძევალი იყო.
"მესმის, ძალიან ბევრი ვერსია ვრცელდება, თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავადასტურებ. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი თანამზრახველი, ამას ვერავინ ვერ იტყვის, იყო თუ არ იყო. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების მიმართ, აქედან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებთ.
დავით ხვიბლიანი იყო მძევალი. 43 ადამიანში ერთ-ერთი იყო დავით ხვიბლიანი. უკაცრავად და ვინ თქვა, მარტო იყო ან ვინ თქვა, რომ მარტო არ იყო, გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.