29 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
გვექნება 60 ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილება მისაღები - დავით უსუფაშვილი

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ლელოს" 100 დღის განმავლობაში პოლიტიკურ-სამართლებრივი ​60 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ექნება მისაღები. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პრიორიტეტულ ამოცანებს შორის იქნება მოქალაქეებისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქება, პანდემიასთან ბრძოლაში მართვის სისტემის გაუმჯობესება და მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება.

"ჩვენ 100 დღის განმავლობაში გვექნება 60 ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილება მისაღები, მაგრამ მათ შორის პირველი რიგის ამოცანებად ვთვლით ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის, პანდემიასთან ბრძოლაში მართვის სისტემის გაუმჯობესებას, რომ ჩვენ მეტი ეფექტურობით შევძლოთ ბრძოლა და მეტი ადაპტირება მოვახდინოთ ჩვენი ცხოვრების და მესამე - ეს არის მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და ნდობის აღდგენა," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები