შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პირადად მისთვის და ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლის საფასურად არანაირი თანხა არ არსებობს.
როგორც შს მინისტრმა განაცხადა, გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
"თანხაზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს თუ გინდათ დადასტურებად ჩათვალეთ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო? თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ არის. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი და ამაზე ვიმუშავეთ. გამოძიებიდან გამომდინარე ვერ ვსაუბრობ, რომ დავაკავებთ ამ ადამიანს გამოვალ და ღიად ვიტყვი," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.