29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
არსებული მაჩვენებლებით ვირუსის პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება, დღიურმა მონაცემებმა შესაძლოა 3-5 ათასს მიაღწიოს - ამირან გამყრელიძე 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, არსებული მაჩვენებლებით პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება, სადაც დღიურმა მონაცემებმა შესაძლოა, 3-5 ათასს მიაღწიოს. 

"პროგნოზულად ვირუსის გავრცელების ზრდა გვექნება. მოგეხსენებათ, რომ პროგნოზირება ძალიან უმადური რამ გახლავთ.

არ არსებობს არც ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ვითარებას. ჩვენ, ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ სამ ძირითად ინსტრუმენტს. ეს არის გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტები, სადაც შეგვყავს ბევრი სხვადასხვა ციფრი, მოცემულობები და ამის მიხედვით ეს ინსტრუმენტები ითვლიან, როგორი შეიძლება იყოს გავრცელება. ზუსტად არ გიჩვენებს, მაგრამ ტენდენციებს გიჩვენებს.

როცა სექტემბრის ბოლოსთვის თავიდან დავიწყეთ ამ ინსტრუმენტებით მუშაობა, სამივე ინსტრუმენტი გვეუბნებოდა, რომ ზრდა გექნებოდა. ამ პროგნოზსს მივყვებით, მაგრამ ცოტა მეტი შემთხვევა გვაქვს, გეტყვით პირდაპირ და ამიტომ, ახლა კიდევ ხელმეორედ უნდა დავთვალოთ ნოემბრის პროგნოზები. მაშინ ასეთი ტენდენცია იყო, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შევდიოდეთ პიკში, პიკის დროს იქნება 3-4 ან თუნდაც 5 ათასი, მაგრამ არ გვინდა, რომ გვქონდეს 3 და 4 ათასი," - განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები