29 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევიდან 563 თბილიში, 389 აჭარაში, 335 კი იმერეთში დაფიქსირდა

დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევიდან თბილისში 563, აჭარაში - 389, იმერეთში კი 335 შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ განაცხადა. 

ინფიცირებულების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა - ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0. 

ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007.

"ამ ეტაპზე, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით. 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 1 584, აჭარაში - 646.

მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12.

1 848 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 144 - აჭარაში, ხოლო 555 - თბილისში. 7 164 პირი მკურნალობს ბინაზე, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 408 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 939, აჭარაში - 2 221. სულ  6-21 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 285 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 პირი, საიდანაც თბილისში არის 4 097 ადამიანი, აჭარაში - 9 254, იმერეთში - 3 479,"-განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

დღის ამბები