თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, 65 წლამდე მამაკაცი კლინიკაში 14 ოქტომბერს ქუთაისიდან შეიყვანეს.
მას კორონავირუსთან ერთად, მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ექიმის თქმით, პაციენტი ონკოლოგიური ავადმყოფი იყო. მას ფილტვის სიმსივნური დაავადება ჰქონდა.