ახალგორს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსაბრუნის გამშვები პუნქტის დროებით ცალმხრივად გახსნას გეგმავს, რის შემდეგაც ადგილობრივებისთვის გზა მხოლოდ თბილისის მიმართულებით გაიხსნება.
მოსახლეობას უკან დაბრუნების უფლება ე.წ. საზღვრის საბოლოოდ გახსნამდე აღარ ექნება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ინფორმაცია მაქსიმალურად მიაწოდონ საერთაშორისო პარტნიორებს.