29 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
აქ არის რამდენიმე დეტალი, რომელსაც მომავალში საზოგადოება მიაქცევს ყურადღებას- მამუკა მდინარაძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმედოვნებს, რომ ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის შემდგომი ეტაპიც წარმატებით დასრულდება. ამასთან, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ შექმნილ სიტუაციაში არ არის არც პოლიტიკური სპეკულაციების და არც ეთერის ყაჩაღებისთვის დასათმობი დრო. მისი თქმით, თავდამსხმელის პირდაპირ ეთერში გაყვანა და მოთხოვნების გახმოვანება მედიას დამოუკიდებლად, პოლიციის გარეშე არ უნდა მოეხდინა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ის ეთანხმება სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა მოხდეს მძევლის დისკრედიტაცია მისი პარტიული კუთვნილების გამო და სხვებსაც მოუწოდებს ამისკენ, თუმცა, მდინარაძის განცხადებით, არის რამდენიმე დეტალი რომელიც მომავალში საყურადღებო შეიძლება აღმოჩნდეს:

"აქ არის რამდენიმე დეტალი, რომელზეც მომავალში საზოგადოება მიაქცევს ყურადღებას, რომ ეს იყო დამთხვევა, რომ მაინცდამაინც ეს ადამიანი აღმოჩნდა იქ. ახლა დამთხვევაზე მეტი მტკიცებულებით საუბარი არის შეუძლებელი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, სახალხო დამცველს ყურადღება უნდა გაემახვილებინა ზოგიერთი მედიის უპასუხისმგებლობაზეც.

დღის ამბები