29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
"ასეთი ამაზრზენი დანაშაულის დამნაშავისთვის წარმატებით დასრულება არის მომავალი დანაშაულის სახიფათო წახალისება" - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, მსგავს სიტყუაციებში, საზოგადოებასთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.  

"ასეთი ამაზრზენი დანაშაულის წარმატებით დასრულება დამნაშავისთვის არის სახიფათო წახალისება მომავალი დანაშაულის... არ გავაკეთებ არანაირ შეფასებებს პოლიციის ოპერაციის, რადგან გრძელდება ეს ოპერაცია და არც მაქვს ამბიცია, რომ სპეციფიკური ცოდნა მაქვს საპოლიციო ოპერაციების. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ავტომატურად, რომ ასეთი სტრესის დროს არასწორია, პერიოდულად კომუნიკაცია მედიასთან, საზოგადოებასთან არ ხდებოდეს, თუნდაც არ იყოს არსებითი სიახლე რამე. ყველა შემთხვევაში, ეს სჭირდება საზოგადოებას, ეს ნორმალური ამბავია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც კრიმინალურ სამყაროს პოლიტიკურად არც ერთ შემთხვევაში არ შეეკვრება.

"ერთადერთი, რაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია ასეთ დროს, არის, რომ როდესაც ასეთი მძიმე დანაშაულის მოწმე ვხვდებით, ზოგადი დისკუსია იმაზე, როგორი გვაქვს, საერთოდ, კრიმინოგენური ვითარება ქვეყანაში, არის ლეგიტიმური. ზოგადად, კრიმინალური ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს, რომლის სახლთანაც დღეს "ევროპულ საქართველოს" გვქონდა დიდი აქცია. თუ რამე უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, უნდა შეიცვალოს ის, რომ არც ერთი მომავალი მმართველი გუნდი არ შეიძლება იყოს შეკრული კრიმინალურ სამყაროსთან არჩევნების დროს,“ - აცხადებს გიგა ბოკერია. 

დღის ამბები