29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
გავრცელებული ინფორმაციით, მძევლებს შორის არის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის  უფროსი ავთო გალდავა

გავრცელებული ვერსიით, სამ ადამიანს შორის, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა ხელყუმბარით ხელში დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავაა. არაოფიციალური ინფორმაციით, გალდავა მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

ამასთან, "კურიერის" ინფორმაციით, კიდევ ერთი მძევალი, რომელმაც თავდამსხმელთან ერთად დატოვა ტერიტორია, ზუგდიდის მერის,  გიორგი შენგელიას ბიძაშვილი ლაშა შენგელიაა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გალდავაა ის პირი, რომელმაც გამტაცებელს ჩანთით თანხა შეუტანა და მძევლებს ჩაენაცვლა.

ამავე ვერსიით, გალდავამ გამტაცებელთან და სხვა 2 პირთან ერთად, ბანკის მიმდებარე ტერიტორია პიკაპის მარკის ავტომობილით დატოვა.

დღის ამბები