რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.
კანადა, ტუნისი და საქართველო იმ ქვეყნების სიიდან ამოიღეს, საიდანაც მოგზაურებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლოთ. მიზეზი ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.
ამის შესახებ "ფრანს-პრესი" იუწყება. სააგენტოს ცნობით, 27 წევრი ქვეყნის საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.
"კოვიდ-19-ით დაინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, საქართველო, კანადა და ტუნისი სიიდან ამოიღეს,"-განუცხადა სააგენტოს ევროპელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ სიას დაემატება სინგაპური, ასევე დაინფიცირების გაზრდილი რაოდენობის გამო.