საქართველო პირველი ქვეყანა არ არის, რომელსაც არჩევნების ჩატარება კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ფონზე უწევს.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, რამდენიმე დღეში, პრეზიდენტს ირჩევს შეერთებული შტატები, სადაც მარტო დღეს, 8 500-მდე ახალი ინფიცირებული ჰყავთ, თითქმის ექვს მილიონს კი კორონავირუსის აქტიური ფაზა აქვს.
პანდემიის დროს არჩევნების ჩატარების გამოცდილება უკვე მიიღო ევროპის რამდენიმე ქვეყანამ. ასეთია ავსტრია, სერბეთი და ლიეტუა.