დმანისში, "ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარი დაპირისპირების დროს სამი ადამიანია დაჭრილი.
დაჭრილები არიან ლაშა ვიბლიანი და მერაბ ხორგუანი, ხოლო დავით ჩხეტიანს მრავლობითი მოტეხილოებები აქვს.
"რუსთავი2-ის" ინფორმაციით, დაპირისპირება არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა პარტიის ოფისში დაიწყეს, მოგვიანებით კი ჩხუბი შენობის გარეთ გაგრძელდა.
სამივე დაზარალებული, ამ დროისთვის, საავადმყოფოშია მოთავსებული და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
"ქართული ოცნების" ოფისთან ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე, 236-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.