დმანისში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან მომხდარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
როგორც "რუსთავი2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე, 236-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დმანისში მომხდარი შეიარაღებული გარჩევის დროს რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა "კურიერის" ეთერში თქვა, რომ მათი პარტიის ოფისთან მძიმე პროვოკაცია მოხდა, რასაც მათი აქტივისტის მხრიდან სროლა მოყვა.