29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ზუგდიდი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

ზუგდიდი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ ექცევა. "საქართველოს ბანკზე" განხორციელებულ თავდასხმას და მძევლების აყვანას: "ევრონიუსი", "ვაშინგტონ პოსტი", "ეიბისი ნიუსი", "როიტერსი", "დეილი სტარი", ასევე თურქული, ბერძნული, შვეიცარიული, რუსული და უკრაინული გამოცემები აშუქებენ.

"ევრონიუსის" ცნობით, შეიარაღებულ პირებს ბანკის შენობაში მძევლები ჰყავთ, თავდამსხმელები ავტომატური იარაღებით და ხელყუმბარებით არიან შეიარაღებულნი.

ბრიტანული გამოცემა "დეილი სტარი" კი წერს, რომ თავდამსხმელი მძევლების გამოშვებისთვის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს.

"როიტერსის" ინფორმაციით კი, თავდამსხმელებს 20- მდე ადამიანი ჰყავთ აყვანილი და გამოსასყიდს ითხოვენ.

"თავდამხმელს აყვანილი ჰყავს 19 მძევალი, ვრცელდება კადრები, სადაც მძევლები იატაკზე სხედან, სამხედრო ფორმაში ჩაცმული თავდამსხმელი კი ავტომატითა და ხელყუმბარითაა შეიარაღებული," - წერს "ვაშინგტონ პოსტი".

დღის ამბები