29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ბანკში შეჭრის და მძევლების აყვანის ფაქტი პოლიტიკური ოპონირების საფუძველი გახდა

ბანკში შეჭრის და მძევლების აყვანის ფაქტი პოლიტიკური ოპონირების საფუძველი გახდა. ადგილზე სამართალდამცავების მუშაობას და მიმდინარე პროცესებს ზუგდიდში მყოფი პოლიტიკური სუბიექტები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

ოპოზიცია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიზირებული უწყებაა. მათ საკუთარ გზავნილებში აქცენტი ადამიანების ობიექტიდან უსაფრთხოდ გამოყვანის მნიშვნელობასთან ერთად, ქვეყანაში დამძიმებულ კრიმინალურ მდგომარეობაზეც გააკეთეს. 

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციონერების განცხადებები მიუღებელია სახელისუფლებო პარტიისთვის. მმართველი გუნდი ოპონენტებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიან მუშაობაში დარწმუნებულია ქვეყნის პრემიერიც. გიორგი გახარიასთვის ოპონენტების ბრალდებები მიუღებელია. პრემიერი ამბობს, რომ ბოლო წლების სტატისტიკა ადასტურებს, რომ ქვეყანაში კრიმინალური ვითარება არ დამძიმებულა.

დღის ამბები