ზუგდიდის ფილიალში თავდამსხმელების შეჭრასთან დაკავშირებით "საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს," - წერია განცხადებაში.
ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეირაღებული პირები შეიჭრნენ, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან. "კურიერის" ინფორმაციით, ამ დრომდე შენობაში რჩება ბანკის რამდენიმე თანამშრომელიც.