29 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
მომატებული რისკების ფონზე თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს რიგების და დამცავი საშუალებების გაკონტროლება დაავალა

მომატებული რისკების ფონზე თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, უზრუნველყონ სერვისცენტრებში რიგების დაცვა. ასევე კახა კალაძემ რაიონების გამგებლებს მოსთხოვა, რომ უფასო სასადილოებში ყველა ბენეფიციარს პირბადე დაურიგონ.

"დღეიდან მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ უზრუნველყოფა გაუკეთონ სერვისცენტრებში მომსახურების დროს არსებული რიგებს, ყველა ადამიანს, ვისაც არ ექნება პირბადე, დამცავი საშუალება, მაქსიმალურად დავურიგოთ, რადგან პირბადის გარეშე შენობაში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენ თვითონ იმ მოქალაქის ჯანმრთელობა და ასევე იმ ადამიანების, ვინც მათ ემსახურება. გარდა ამისა, მინდა, დავავალო გამგებლებს, რომ უფასო სასადილოებში, სადაც ძალიან ბევრი ბენეფიციარი გვყავს და ვემსახურებით ადამიანებს, ყველა მოხუცებულს დავურიგოთ პირბადეები," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები