29 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
მორიგი ანტირეკორდი - საქართველოში COVID-19-ის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი 
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ - stopcov.ge-ზე განახლდა. 
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 21 208-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 337-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 9003 გახდა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3071. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1772 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დღის ამბები