29 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის ბავშვი დაშავდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის ბავშვი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას მსუბუქი ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როცა გზაზე მამაკაცთან ერთად გადადიოდა.  

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზეა. პაციენტს შუბლის ძვლისა და ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნება. მას თბილისში რეფერალით გადაიყვანენ.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები