29 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ვირუსის მეორე ტალღის გამო ქვეყნები კვლავ მკაცრ შეზღუდვებს უბრუნდებიან - მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 41 მილიონს აღწევს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 41 მილიონს აღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 126 255-ს გადააჭარბა.

კორონავირუსის მზარდი მონაცემების გამო სახელმწიფოები რეგულაციების გატარებას განაგრძობენ. ირლანდია ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს კიდევ ერთხელ აწესებს. 

ვირუსის პრევენციის მიზნით, ესპანეთში ნავარის ავტონომიურ რეგიონს, რომლის მოსახლეობაც 650 000 ადამიანია, იზოლაციაში მოაქცევენ.

არგენტინაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 451 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 26 716 შეადგინა. 

ვითარება მძიმეა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი კატასტროფაა და მისთვის რომ დაეჯერებინა შეერთებულ შტატებს, ამ დროისთვის ნახევარი მილიონი "კოვიდ-19-ით" გარდაცვლილი ეყოლებოდა.

დღის ამბები