29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
"თავად ნატალია თავს მხნედ გრძნობს, კარგად არის და ბრძოლისთვის არის განწყობილი" - ნატალია ილიჩოვას ადვოკატი

საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატი იყო შესული. მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა რუკებს. 

"რაც არ უნდა ადვოკატებმა მოვინდომოთ, აქ არის გარკვეული საკითხები ისეთი, რომელიც ჩვენს კომპეტენციაში არ შედიოდა და შეიძლება არ გვქონდეს ისეთი ცოდნა, რომელიც აუცილებელია საქმისთვის. სწორედ ასეთ დეტალებზე და კონკრეტულად რუკებთან დაკავშირებით, გავდივართ საკითხებს თავად ნატალიასთან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა იყო, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები. თავად ნატალია თავს მხნედ გრძნობს, კარგად არის და ბრძოლისთვის არის განწყობილი,“ - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ყველა პირი, ვისაც რაიმე სახით საქმესთან შემხებლობა ჰქონდა, მიუხედავად თანამდებობისა, გამოკითხული იქნება.  

დღის ამბები