29 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. გრიგოლ გეგელია ამომრჩევლებს ბადრი ჯაფარიძემ წარუდგინა. შეხვედრა რუსთავის ცენტრში გაიმართა, კორონავირუსით ინფიცირების გამო, ონლაინრეჟიმში მიმართა მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ.

"ლელო" არის ის ახალი ძალა, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან. "ლელო" არის ის იმედი, რომლის გარშემო გაერთიანდა უზარმაზარი რაოდენობა ადამიანების, ასაკის და პროფესიის მიუხედავად. ის ადამიანები, ვისაც იმედი არ დაუკარგავს, ის ადამიანები, ვინც ყოველთვის ახლებურად აზროვნებენს, ის ადამიანები, ვისაც უნდა ახალი საქართველო,“ - მიმართა მამუკა ხაზარაძემ შეკრებილ მოქალაქეებს. 

დღის ამბები