29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
შაქარაშვილის საქმე - მტკიცებულების უდავოდ ცნობაზე დაცვის მხარის შეთავაზებას პროკურატურა არ დათანხმდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი. დაცვის მხარემ, ყველა ბრალდებულთან ერთად, ბრალდების მხარეს შესთავაზა ყველა მტკიცებულების უდავოდ ცნობა და დასკვნით სიტყვაზე გადასვლა, მაგრამ პროკურატურისგან უარი მიიღო. დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდების მხარეს არაფრის იმედი არ აქვს.

პროკურატურამ ამ შეთავაზებას ხრიკი უწოდა და ასევე, მზადყოფნა გამოთქვეს მოლაპარაკების მხოლოდ იმ მტკიცებულებების უდავოდ გახდომის შესახებ, რომელსაც თვითონ დათანხმდებიან, მაგრამ მასში არ შევა ბრალდებული პირების, მათი მეგობრების და ახლობლების ჩვენებები.

"ყველა ამ ადამიანის ჩვენებას და მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ჩვენ არც ვეთანხმებით და ვერც დავეთანხმებით. უდაოდ გახდომა ნიშნავს იმას, რომ ეს მტკიცებულებები უნდა მივიღოთ ისე, როგორც არის. ჩვენ არ ვიღებთ ამ მტკიცებულებებს ისე, როგორც არის.

ჩვენ დაცვის მხარეს ვთავაზობთ, თუ ისინი რეალურად უყურებენ ამ პერსპექტივას, ჩვენც მზად ვართ, გავხადოთ ის მტკიცებულებები უდავოდ, რომელზეც ვთანხმდებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლოში არ უნდა დაიკითხოს ეს ადამიანი. უნდა დაიკითხოს და ვნახოთ იქ რას იტყვის, იმ სიცრუეს გაჰყვება ისევ, თუ რამე რეალობას გვეტყვის," - აცხადებს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

დღის ამბები